ფლორა და ფაუნა
მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, საქართველო იყოფა ორ ზონად ზომიერი და სუბტროპიკული ზონა,
სადაც გავრცელებულია უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი — კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.
ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან —მუქწიწვოვანი ტყეები — ნაძვნარი (აღმოსავლური ნაძვისა) და სოჭნარი (კავკასიური სოჭისა) ხშირად წიფლის თანადომინანტობით, მარადმწვანე ქვეყტითა და ბალახოვანი საფრით, გავრცელებულია საკმლის ხე, ხემაგვარი ღვიები; ქართული ნეკერჩხალი, თელა; ბუჩქებიდან — ძეძვი, შავჯაგა, მენახირის ბალი, ჟასმინი, თრიმლი, ქართული ცხრატყავა; მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური, ბროწეული,
ჭალის მუხა, ვერხვები, იფანი; ერთეულებად შემორჩენილია კაკალი, თელა, ტყემალი , კუნელი, ზღმარტლი, შინდანწლა, ტირიფი, კვიდო, თუთა, შვინდი, სურო, კრიკინა, , ღიჭი , ღვედკეცი, სვია და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი, ქრისტესბეჭედა, იები, ბერსელა და სხვ. სარეველა სახეობები.
ReadMore »