Florae & Fauna
ფლორა და ფაუნა
მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, საქართველო იყოფა ორ ზონად ზომიერი და სუბტროპიკული ზონა,
მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, საქართველო იყოფა ორ ზონად ზომიერი და სუბტროპიკული ზონა,
სადაც გავრცელებულია უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი — კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.
ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან —მუქწიწვოვანი ტყეები — ნაძვნარი (აღმოსავლური ნაძვისა) და სოჭნარი (კავკასიური სოჭისა) ხშირად წიფლის თანადომინანტობით, მარადმწვანე ქვეყტითა და ბალახოვანი საფრით, გავრცელებულია საკმლის ხე, ხემაგვარი ღვიები; ქართული ნეკერჩხალი, თელა; ბუჩქებიდან — ძეძვი, შავჯაგა, მენახირის ბალი, ჟასმინი, თრიმლი, ქართული ცხრატყავა; მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური, ბროწეული,
ჭალის მუხა, ვერხვები, იფანი; ერთეულებად შემორჩენილია კაკალი, თელა, ტყემალი , კუნელი, ზღმარტლი, შინდანწლა, ტირიფი, კვიდო, თუთა, შვინდი, სურო, კრიკინა, , ღიჭი , ღვედკეცი, სვია და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი, ქრისტესბეჭედა, იები, ბერსელა და სხვ. სარეველა სახეობები.
ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი. ცხოველთა სამყარო კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. წარმოდგენილაი 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში – საიგა; ტყეებში მრავლადაა კავკასიური ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში იშვიათ სახეობას წარმოადგენს ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.ჭალის მუხა, ვერხვები, იფანი; ერთეულებად შემორჩენილია კაკალი, თელა, ტყემალი , კუნელი, ზღმარტლი, შინდანწლა, ტირიფი, კვიდო, თუთა, შვინდი, სურო, კრიკინა, , ღიჭი , ღვედკეცი, სვია და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი, ქრისტესბეჭედა, იები, ბერსელა და სხვ. სარეველა სახეობები.
ფრინველთა დაკვირვებისათვის საქართველო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სამოთხეა, სადაც ფრინველთა შემდეგი ჯიშები ბინადრობენ: სვავი, ორბი, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, კაკაბი, ბატკანძერი, გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი, ველის არწივი, შაკი, შევარდენი, ხოხობი, გნოლი, დურაჯი, წითელთავა ღაჟო, ყვითელთავა ნარჩიტა, და სხვა.
კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შანთვალა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე სავათი და სარსარაკი. მთამაღალზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა. კვლევების პერიოდში აღმოჩენილი იქნა წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი და შემჩნეულია შავი ყარყატის ბუდე.
საქართველოს ტერიტორიებზე მობინადრე ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ, დასავლური მახრჩობელა, აზიური თვალტიტველა ხვლიკი, გრძელფეხება სცინკი, გიურზა, ოთხზოლიანი და სხვები. კავკასიაში ობობების 1002 სახეობა ბინადრობს.
მდინარეებში გავრცელებულია ლოქო, კალმახის ორი ჯიში მდინარის კალმახი და ცისარტყელა კალმახი, შამაია, კავკასიური ქაშაპი-ჯუჯა და ევროპული ქაშაპი, ფარგა, მდინარის ღორჯო, კობრის სხვადასხვა სახეობა, ამიერკავკასიური ბლიკა, წვერა, ხრამული და სხვა.
ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUჩN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.საქართველოს ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან.
საქართველო, თავისი ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. საქართველოში არსებობს 550-ზე მეტი მინერალური წყალი, როგორებიცაა: ბორჯომი, ბახმარო, საირმე, ნაბეღლავი, ზვერე, ჯავალი და სხვა სახეობები.
ქვეყანაში არის ათასობით ნაირსახეობის სისხლძარღვიანი მცენარეები, რომელთა შორის არის მხოლოდ კავკასიური ჯიშის და ქართული ჯიშის მცენარეთა სახეობები.
დღემდე ტყით დაფარულია 38,6%.
კავკასიის მცენარეულობა თავისი შემადგენლობით ჰგავს ევრაზიისა და აფრიკის რეგიონთა მცენარეულობის ზონას.
დროთა განმავლობაში კავკასიის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი სახეობა მოისპო, მაგ., 10 საუკუნის წინ — ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII საუკუნეში — ავაზა, XVIII საუკუნეში — თახვი და ლოსი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში – კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი. კავკასიაში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდილოეთ კავკასიაში), თელეთური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული მეცხვარე ძაღლი, არის მსოფლიოში საუკეთესო მცველი ჯიშის ძაღლებს შორის.
1 Comments:
Vin Tu Ara ME,,,
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home